|
2022-09-26 00:45:22, 3622 ნახვა
Lifestyle
შაკირამ პიკესთან დაშორების შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა
შაკირამ ჟურნალ ELLE-სთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში პირველად ისაუბრა 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ჟერარ პიკესთან დაშორების შესახებ. მან მეუღლესთან ურთიერთობის გაწყვეტა აღწერა, როგორც "წარმოუდგენლად რთული პერიოდი". 45 წლის მომღერალმა აღიარა, რომ შეგნებულად არ გაუკეთებია კომენტარი მას შემდეგ, რაც ოჯახური უთანხმოების შესახებ ამა წლის ივნისის დასაწყისში მსოფლიოს ყველა ტაბლოიდის სათაურში მოხვდა. „ძნელია ამაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მტკივა და მუდმივად საზოგადოების წინაშე ვარ. ჩვენი განშორება არ ჰგავს ჩვეულებრივ განშორებას. რთული იყო არა მარტო ჩემთვის, შვილებისთვისაც. წარმოუდგენლად რთული“, - თქვა შაკირამ. მან დასძინა, რომ პაპარაცები სიტყვასიტყვით ღამეს ატარებენ მის სახლთან, მთელი საათის განმავლობაში, რადგან გაჩნდა კითხვა 9 წლის მილანისა და 6 წლის საშას მეურვეობისთვის ბრძოლაზე. „ორიდან ერთ-ერთს ძალისხმევის გაღება და მსხვერპლის გაღება მოუწია. და მე ეს გავაკეთე იმით, რომ ჩემი კარიერა უკანა პლანზე გადავაყენე. ესპანეთში გადავედი ჟერარდის მხარდასაჭერად, რათა მან შეძლოს ფეხბურთის თამაში და ლიგის ტიტულების მოგება. ეს იყო ჩემი ბედნიერი სიყვარულის მსხვერპლი, ”- ხაზგასმით აღნიშნა შაკირამ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)