|
2022-09-21 21:11:56, 1447 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს
რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს. - ამის შესახებ რუსეთია პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, შენდებოდა რუსეთი, როგორც სახლი მრავალი ეროვნებისა და რელიგიის ხალხისთვის. „1160 წლის განმავლობაში ჩვენ მტკიცედ ვისწავლეთ, რომ რუსეთისთვის სასიკვდილოდ საშიშია სუვერენიტეტის თუნდაც მცირე ხნით დასუსტება, ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმა. ასეთ პერიოდებში რუსეთის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მეტი ასეთი შეცდომა არ იქნება მოსალოდნელი. ჩვენ არ დავემორჩილებით შანტაჟს და დაშინებას“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)