15:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 15:40:23, 1459 ნახვა

სამართალი
გრიგოლ ნარსიას ადვოკატი - ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო პნევმატური იარაღი

ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო პნევმატური იარაღი,- ამის შესახებ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა, ციცი ბაბუნაშვილმა განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, ნარსიამ მას უთხრა, რომ ასაფეთქებელი მხოლოდ ბუტაფორია იყო.

მისივე თქმით, ნარსია ძარცვის მოტივად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics