|
2022-09-19 21:01:36, 1826 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბრძოლის ველზე გამარჯვება შეგვიძლია, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ეკონომიკაშიც გავიმარჯვოთ
ბრძოლის ველზე გამარჯვება შეგვიძლია, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ეკონომიკაშიც გავიმარჯვოთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებს სურთ ნორმალური საინვესტიციო კლიმატის აღდგენა. "ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შეგვიძლია, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეკონომიკაშიც გავიმარჯვოთ. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის BlackRock-ის თავმჯდომარესთან, ლარი ფინკომთან საუბრისას უკრაინაში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები განვიხილეთ. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო კაპიტალის შემოდინებითაა დაინტერესებული, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ჩვენ შეგვიძლია და გვსურს ნორმალური საინვესტიციო კლიმატის აღდგენა". - ნათქვამია განცხადებაში შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)