|
2022-09-19 14:08:25, 1790 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს
უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე. „შესანიშნავი ღამე იყო. ქალაქ კადიივკაში რუსული ბაზა, რომელიც ადგილობრივი კულტურის სახლის შენობაში იყო განთავსებული, გავანადგურეთ. აგრეთვე, ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე განადგურდა მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა". - წერს გაიდაი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)