|
2022-09-19 11:09:19, 1424 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2 პროცენტით. 2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 პროცენტი), განათლება (12.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 პროცენტი), მშენებლობა (-3.2 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი).
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)