|
2022-09-19 09:50:26, 1754 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ტამბოვიდან საომრად გამოგზავნა 400 პატიმარი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. გენშტაბის ცნობითვე, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 3 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელეს 21 დარტყმა. გენშტაბის თანახმად, დადასტურებულია 16 რაიონში კონცენტრაციის ადგილების და საყრდენი პუნქტების და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება. სარდლობის ცნობითვე, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის 14 ობიექტზე და დანაკრგები ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს საკუთარ არმიაში დანაკარგების არასტანდარტული მეთოდებით შევსებას და ქვედანაყოფების გასაძლიერებლად ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში გაგზავნა 400 პირი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)