01:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 12:49:30, 962 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი, რომან დრიბნოი არ შემოუშვეს

საქართველოში უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. 

ჟურნალისტის თქმით, მას აეროპორტში საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს და განმარეტებების გარეშე უკან გააბრუნეს.

„თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, წავედი პასპორტის კონტროლზე და იქ იდგა ვიღაც ბიჭი,  რომელიც ანაწილებდა ხალხს ჯიხურებთან უკრაინის პასპორტი რომ დაინახა, მითხრა, თქვენ აი იქით პირდაპირ უნდა წახვიდეთო. იქ იდგნენ პოლიციელები და გამესაუბრნენ, როგორც წესია ყველა შეკითხვა დამისვეს. ჩვენ გვაქვს უფლება მიზეზი არ გავახმოვანოთ, ფურცელზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციასო, იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ვარშავაში გამომიშვეს. თვითმფრინავში ასვლისას დავხედე პასპორტს და ფურცელს, სადაც მიზეზებში ეწერა "სხვა მიზეზები". 

პარალელურად რუსეთის მოქალაქეებს ატრებდნენ. დაკითხვას უწყობდნენ მაგრამ მაინც უშვებდნენ. სამწუხაროა, რომ არებობენ ქვეყნები, ზუსტად რომ ვთქვათ მთავრობები, როგორც წყეული რუსეთი.  ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარესაა“,- განაცხადა დრიბნოიმ.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი  უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა, რომელიც დედა სიდონიას კურატორობით 25 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი სწორედ დრიბნოი უნდა ყოფილიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics