|
2022-09-18 09:48:43, 1742 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება გავრცელებული პრაქტიკა იყო, ასე იქცეოდნენ ნაცისტები, იგივეს აკეთებენ რაშისტებიც
ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.ეს არის ის, როგორც იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტებიც,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, გათავისუფლებულ იზიუმში გრძელდება ექსჰუმაციური სამუშაოები, ხოლო აღმოჩენილ ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხარკოვის რაიონში აღმოჩენილია ათობით ადგილი, სადაც რუსები უკრაინელებს აწამებდნენ. „ექსჰუმაციის სამუშაოები დღეს ხარკოვის ოლქში, იზიუმში, მასობრივი დაკრძალვის ადგილზე გაგრძელდა. ცხედრების ექსპერტიზა ტარდება. ნაპოვნია იქ დაკრძალული ადამიანების წამების ახალი მტკიცებულებები. ხარკოვის ოლქის განთავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში უკვე ნაპოვნია ათზე მეტი წამების კამერა.კოზაჩა ლოპანისჩვეულებრივ რკინიგზის სადგურზეც კი იპოვეს წამების ოთახი და ელექტრო წამების იარაღები. ეს უბრალოდ რკინიგზის სადგურია! ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.ეს არის ის, როგორც იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტები. ისინი ერთნაირად აგებენ პასუხს - ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, დაამცირა, ვინც რუსეთიდან ჩამოიტანა ეს სისასტიკე აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე",-განაცხადა ზელენსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)