|
2022-09-17 11:30:11, 1972 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიესთან მდებარე სოფელზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ზაპორიჟიესთან მდებარე სოფელზე. ამის შესახებ ზაპორიჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით მსხვერპლის რაოდენობა დადგენილი არ არის. "მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპორიჟიეს მახლობლად მდებარე სოფელზე. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - განაცხადა მან. სტარუხმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და ინფორმაციის გამჟღავნების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ღამით დაბომბეს ზაპორიჟიეს რაიონი და. გაანადგურეს გიმნაზია, სპორტული კლუბი და კულტურული ცენტრი, დაჭრეს ერთი ადამიანი. ამავდროულად, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები და ზარალი მიაყენეს მათ ხუთი დასახლების რაიონებში. საუბარია ბახმუტზე, ზაიცევეზე, ავდიივკაზე, მიკოლაივკა დრუგაზე და ნოვომიხაილივკაზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)