|
2022-09-16 17:55:39, 1590 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლეგ კოტენკო - იზიუმში დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, ბუჩას ტრაგედიას გადააჭარბოს
ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ იზიუმში დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას, - ამის შესახებ სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარმა, ოლეგ კოტენკომ განაცხადა. როგორც უკრაინის ინტეგრაციის სამინისტროში იტყობინება , ცხედრების ექსჰუმაცია მასობრივ სამარხებზე იზიუმში კოტენკოს ხელმძღვანელობით დაღუპულთა ძებნის ოპერაციის ფარგლებში დაიწყო. „ამჟამად სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების ექსჰუმაციაზე ვმუშაობთ. გარდაცვლილის იდენტიფიცირებისთვის ცხედრები ექსპერტებს გადაეცემათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენი აქ მუშაობის დასაწყისია, კიდევ რამდენი ადგილი იქნება დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მკაცრი რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ იზიუმში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ბევრჯერ აღემატებოდეს ბუჩას ტრაგედიას . ", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც გამოცემა Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა. შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)