04:44 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 19:01:52, 1961 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - IAEA-ს ექსპერტების ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შედეგი არ მოუტანია

IAEA-ს ექსპერტების ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შედეგი არ მოუტანია. - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა, თუ ტერორისტები წაიღებდნენ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და დატოვებდნენ ელექტროსადგურს.

"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, შედეგი არ მოუტანია, სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა, თუ ტერორისტები წაიღებდნენ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და დატოვებდნენ ელექტროსადგურს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics