|
2022-09-13 21:49:06, 1860 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - კიევმა წარმოშვა უსაფრთხოების გარანტიების პროექტი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის წინაპირობაა
კიევმა წარმოშვა უსაფრთხოების გარანტიების პროექტი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის წინაპირობაა. - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს გარანტიები უკრაინელი ნაცისტებისთვის. "კიევმა წარმოშვა უსაფრთხოების გარანტიები პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს გარანტებს უკრაინელ ნაცისტებს, ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა - სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა (საუბარია უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა) - საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენვას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)