|
2022-09-13 15:33:35, 1920 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრძოლებში დაიღუპა უკრაინის დამსახურებული არტისტი, ეროვნული ოპერის ბალეტის მოცეკვავე ალექსანდრე შაპოვალი
დონეცკის რეგიონში ბრძოლებში დაიღუპა უკრაინის დამსახურებული არტისტი, ეროვნული ოპერის ბალეტის მოცეკვავე ალექსანდრე შაპოვალი. ამის შესახებ გამოცემა "ახალგაზრდა უკრაინის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ ვალენტინა სამჩენკომ განაცხადა. მოცეკვავე შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ყუმბარმტყორცნი იყო. ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ შაპოვალი 12 სექტემბერს მაიორსკთან ბრძოლაში დაიღუპა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნაციონალური ოპერის პრიმა ბალერინა ეკატერინა კუჰარმაც დაადასტურა. „გამოჩენილი არტისტი იყო, ჩვენი თითოეული ნაწილი ასეთი ცხოვრებით იყო სავსე... იმიტომ, რომ ის იმ მცირერიცხოვანთაგანია, ვინც სცენაზე ცხოვრობდა... ახლა კი მისი ცეკვა მარადიული გახდა“. - დაწერა ბალერინა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ახლა აგრძელებენ ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის რეგიონის სრულ აღებაზე და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთში ადრე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე. 24 თებერვალს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შევიდნენ. მან სამხედრო ოპერაციის მიზნად უკრაინის „დენაზიფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ჰქონდა მხედველობაში. შეჭრის დაწყებიდან ნახევარ წელზე მეტია რუსეთი ოკუპირებულია ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, დონეცკის და ხარკოვის ოლქების ნაწილებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)