|
2022-09-12 00:01:35, 1825 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა, დაიბომბა უმსხვილესი თბოელექტროსადგური
დღეს ღამით, უკრაინის ხუთი რეგიონი მთლიანად ან ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ხარკოვის, სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგების პრობლემაც იყო. „ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რუსებს სურთ დაგვტოვონ სინათლის, წყლისა და სითბოს გარეშე“, - განაცხადა ტიმოშენკომ. ტიმოშენკოს თქმით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხარკოვის მახლობლად "ორი საკრუიზო რაკეტა მოხვდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე". პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაარტყა CHP-5 ხარკოვში, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თბოელექტროსადგურზე. უკრაინის ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორეს კი ეძებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)