|
2022-09-11 13:59:45, 1857 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - ბოლო ხუთ დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა აპრილიდან მოყოლებული
9 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს ხარკოვის რეგიონში დაახლოებით 2500 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიპყრო, რაც აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. ISW-ის ცნობით, უკრაინულ ძალებს შეუძლიათ გაანადგურონ რუსული პოზიციები იზიუმის გარშემო, თუ ისინი გაწყვეტენ რუსეთის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებს იზიუმის ჩრდილოეთით და სამხრეთით. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)