|
2022-09-11 11:29:08, 1629 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სექტემბრიდან, ჩვენი ტერიტორიის 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია
სექტემბრის დასაწყისიდან, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართაში განაცხადა. მისი თქმით, რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს იმას, რისი გაკეთებაც საუკეთესოდ შეუძლია - გაქცევა. "ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს საუკეთესოს, რაც შეუძლია - გაქცევა. ეს კარგი არჩევანია მათთვის. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება. დღეს მადლობას ვუხდი უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-15 სლავური პოლკის მებრძოლებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ხარკივის მიმართულებით. მადლობას ვუხდი 214-ე ცალკეული მსროლელი ბატალიონის ჯარისკაცებს ბალაკლიეში ვითარების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც დაზვერვის მთავარი სამმართველოს, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, ეროვნული გვარდიის სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად, სრული კონტროლი დაუბრუნეს ქალაქს. მადლობა ყველა ჩვენს მცველს, რომლებმაც ამ კვირებში ჩვენი გამარჯვების მოახლოება კიდევ უფრო ხელშესახები გახადეს!", - განაცხადა ზელენსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)