|
2022-09-10 15:39:21, 1902 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა, ჯარები ვერ უმკლავდებიან
უკვე აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს. იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია. „უკვე აღარ ვიცით რა ვუყოთ ტყვეებს. იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია. არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც ცუნამივით ანგრევს რუსულ ჯარს. თუ იზიუმის დაჯგუფებას ბოლოს მოვუღებთ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება",- განაცხადა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ურაინის პრეზედენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მისი თქმით, უკრაინის არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)