05:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 11:18:58, 1293 ნახვა

საზოგადოება
9 სექტემბერს, 11-00 საათიდან 23 საათამდე, „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებული იქნება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით,მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, 11-00 საათიდან 23 საათამდე, ახალი მართვის საინფორმაციო სისტემების რეალიზაცია/ტესტირებასთან დაკავშირებით,  მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე  „ნინოწმინდა“ შეჩერებული იქნება  საბაჟო კონტროლის პროცედურები.

სპეციფიკური სახის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება 24/7-ზე  განხორციელდება. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებისთანავე  შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის  გატარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics