06:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-04 18:13:39, 2185 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინის ევროკავშირში მისაღებად საჭირო შეფასების დაჩქარებაზე ვესაუბრე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის ოფისის ცნობით, მხარეებმა რუსეთის ნავთობისა და გაზის მოულოდნელად მაღალ შემოსავალზე ისაუბრეს.

ზელენსკის ცნობით, უკრაინის  ევროკავშირში მიღების დასაჩქარებლად, შესაძლოა ევროკომისიამ  უკრაინა შვიდი რეკომენდაციას შესრულების შემდეგ, დაჩქარებულად, შეაფასასოს.

„ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მაკროფინანსირების შემდეგი ტრანშის ადრეული გამოყოფა.  ასევე  სანქციების მე-8 პაკეტის მომზადების აუცილებლობა, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას“, - განაცხადა  ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ამავდროულად, უკრაინამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა განახორციელოს. ევროკომისიამ წარმოადგინა შვიდი რეკომენდაცია აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. კერძოდ, ამ რეკომენდაციებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელება, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის იმპლემენტაციის ხელშესახები შედეგების ჩვენება. , აუდიოვიზუალური კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის მიღება და განხორციელება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics