|
2022-08-30 14:11:01, 2477 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, ხუთი ადამიანი დაიღუპა
ხარკოვის ცენტრალური უბნების დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა. თავის მხრივ, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა ხარკოვში ოთხი დაღუპული და ცხრა დაშავებული. მან გააფრთხილა ქალაქის ახალი დაბომბვის შესაძლებლობა და ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. ტერეხოვის თქმით, ქალაქი არტილერიისგან დაიბომბა. წინასწარი მონაცემებით, სულ რვა დარტყმა დაფიქსირდა, მათ შორის ხარკოვის მაცხოვრებლების დასვენების ადგილებში. დაბომბვის შემდეგ ხარკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. სინეგუბოვმა რუსი სამხედროები ხარკოვის დაბომბვაში დაადანაშაულა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ომის დროს შეუძლებელია იმ ინფორმაციის ოპერატიულად გადამოწმება, რომელსაც კონფლიქტის მხარეების ოფიციალური წარმომადგენლებიც კი ავრცელებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)