|
2022-08-29 10:50:44, 2571 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - დაშავებულია 10 ადამიანი
ენერგოდარში ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ უბანზე განხორციელებული სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ტელეგრამ არხზე ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა. მერის თქმით, სახლებთან გაჩერებული სულ მცირე 20 მანქანა განადგურდა და დაზიანდა. "დილის მდგომარეობით, დანამდვილებით ცნობილია ენერგოდარის 10-მდე მკვიდრი, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი ნამსხვრევები ენერგოდარის საცხოვრებელი უბნების ღამის დაბომბვის შედეგად. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა მან. ცნობისთვის, 28 აგვისტოს რუსმა დამპყრობლებმა იერიში მიიტანეს ენერგოდარის ორ მიკრორაიონზე. შეგახსენებთ, რომ ენერგოდარი ოკუპირებულია. ასევე, მარტის დასაწყისიდან რუსეთი აკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. დამპყრობლებმა სადგურის ტერიტორიაზე არაერთხელ გაისროლეს და რამდენიმე ობიექტიც კი დააზიანეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)