11:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-27 13:51:41, 1429 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთის შესაძლებლობები არქტიკაში ნატო-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

რუსეთის შესაძლებლობები ჩრდილოეთში ნატო-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა,- ამის შესახებ სამხედო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა კანადის არქტიკაში მისი პირველი ვიზიტის შემდეგ.

”მაღალი ჩრდილოეთის მნიშვნელობა იზრდება ნატოსთვის და კანადისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ რუსეთის მნიშვნელოვან სამხედრო გაძლიერებას”, - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ასევე დასძინა, რომ რუსეთმა გახსნა ასობით საბჭოთა ეპოქის სამხედრო ობიექტი არქტიკაში, გამოიყენა რეგიონი ახალი იარაღის სისტემების შესამოწმებლად და ასევე, რუსეთი და ჩინეთი აყალიბებენ სტრატეგიულ არქტიკულ პარტნიორობას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ნატოს ღირებულებებსა და ინტერესებს.

ცნობისთვის, ტრუდო და სტოლტენბერგი ხუთშაბათს ეწვივნენ კემბრიჯის ყურეს, ნუნავუტს, არქტიკული წრის ზემოთ დასახლებული პუნქტი, სადაც განთავსებულია საჰაერო თავდაცვის სარადარო განყოფილება. ის არის NORAD-ის ჩრდილოეთ გაფრთხილების სისტემის ნაწილი, რომელიც ექსპერტების თქმით, უკიდურესად საჭიროებს განახლებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics