|
2022-08-24 13:15:58, 3588 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით საქართველოში პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
„თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში მესამედ აღინიშნება პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც 9-10 სექტემბერს, aPeople-ის სათაო ოფისში კონფერენცია გაიმართება. ტესტერთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 9 სექტემბერს აღინიშნება. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). „თიბისი“ მეორე წელია კონფერენციის მხარდამჭერია. კონფერენცია 9-10 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო სპიკერები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ GeoSTQB-ის, „თიბისის“, ISTQB-ის, EPAM-ის, Exactpro-ს, Perforce Software-ის, Cypress.io-ს, Slido-ს, Smart Academy-ს, Flat Rock Technology-ს, aPeople-ის, Quantori, DevOps საქართველოს, RockIT by NGT-ის, Tulaco-ს, Intranote-ის და HTSolution-ის წამყვან სპიკერებს. მონაწილეები გაეცნობიან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საბაზრო კვლევის შედეგებს საქართველოში. ღონისძიების მიმდინარეობისას ცალკე სივრცე იქნება გამოყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის ტრენინგ ცენტრების, დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის. კონფერენციის ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებს ერთმანეთის გაცნობის, აზრების გაზიარების და საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ. კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ: tkt.ge-ზე. GeoSTQB არის საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო -ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიზანია სხვადასხვა ღონისძიებებითა და სასწავლო პროექტების საშუალებით საქართველოში პროგრამული ტესტირების მიმართულების განვითარება, ტრენინგ ცენტრების და კურსების აკრედიტაცია და ISTQB ოფიციალური გამოცდის მხარდაჭერა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს რიგით მე-3 ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ Exactpro, Epam, Softfan, aPeople და UN Women Georgia.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)