|
2022-08-24 11:25:21, 1720 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე
ტაილანდური ავიაკომპანია „Thai AirAsia X“-ი ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ტაილანდთან პირდაპირი ფრენების განახლება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე ტურიზმის სექტორებში. „ჩვენი პოლიტიკა მიმართულია საქართველოში მეტი საერთაშორისო ავიაკომპანიის მოზიდვისკენ. სამხრეთ - აღმოსავლეთ აზია ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ამდენად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიყვანოთ ავიაკომპანიები ამ და აზიის სხვა რეგიონებიდან. ეს ხელს შეუწყობს აზიის ქვეყნებიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოგზაურობას. ამით ვაგრძელებთ ჩვენი ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი რეისები ბანგკოკი - თბილისი - ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, საწყის ეტაპზე, 8 - 29 ოქტომბერს კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება. ფრენები ასევე ზამთარშიც გაგრძელდება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)