|
2022-08-23 10:23:27, 1863 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 65 მილიონ ევროს გამოყოფს
ნიდერლანდები 65 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის დახმარებისა და ინვესტიციებისთვის. ამის შესახებ საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა ლისიერ შრეინმახერმა კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, პაკეტი მოიცავს ჰოლანდიური კომპანიების თანადაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა ხიდები, კაშხლები და საავადმყოფოები, უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში. თანხები ასევე მოხმარდება უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები 1 მილიონ ევროს გამოყოფს ხერსონის, ოდესისა და მიკოლაივის პრიორიტეტული რეკონსტრუქციის პროექტების განსახორციელებლად. ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაცია ასევე მზადაა უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ჰოლანდიელი სპეციალისტების მოზიდვას მსგავსი გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. გარდა ამისა, ჰოლანდიის მთავრობა გეგმავს 10 მილიონი ევროს გამოყოფას იმ ტერიტორიებზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, განაღმვისა და ასაფეთქებელი ობიექტების ლიკვიდაციისთვის. „ნაღმების გაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების განეიტრალების შემდეგ, ადამიანებს შეეძლებათ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და დაიწყონ მუშაობა ოჯახებისა და ბიზნესის აღდგენისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა შრეინმახერმა. ნიდერლანდები ასევე გადასცემს 2,5 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მაკროეკონომიკური რეფორმების, საჯარო ადმინისტრირებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად უკრაინაში და კიდევ 2 მილიონ ევროს გაეროს მოსახლეობის ფონდს ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის. უკრაინაში სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლებს. როგორც ცნობილია, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ლისე შრეინმახერი და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლლონგრენი ერთობლივი ვიზიტით კიევში იმყოფებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)