|
2022-08-22 10:39:59, 2225 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ შენდება
„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახალ პროექტს - „ტერასა რეზორთ ბაკურიანს“ ახორციელებს. პროექტი ბაკურიანის ცენტრში, ტყის პირას, 10,000 კვ.მ -ზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს. მისი ჯამური ღირებულება 9 მლნ. აშშ დოლარია, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 6,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი როგორც საცხოვრებელ, ასევე სასტუმრო კომპლექსს, საცურაო აუზს, რესტორანს, ბარს და სკი დეპოს გააერთიანებს. ტერიტორიის ნახევარზე კი სრულად რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის დასრულება 2023 წელს იგეგმება. „ტერასა ჯგუფის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხისა და კომფორტის ერთობლიობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და განახორციელოს გონივრული ინვესტიცია. მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს გარემოს განვითარებასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. „ტერასა ბაკურიანი“ ამირანის პარკთან განთავსდება და დამსვენებელს მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობით უზრუნველყოფს“, - აცხადებს ტერასა ჯგუფის კომერციული დირექტორი, თამარ გაფრინდაშვილი. „ტერასა ჯგუფი“ 2017 წელს დაფუძნდა. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 პროექტზე იმუშავა, საიდანაც 12 უკვე დასრულებულია და ყველა მათგანი 3000-მდე მობინადრეს აერთიანებს. „ტერასა ჯგუფის“ პორტფოლიო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს თაუერის, საკურორტო და საცხოვრებელი ტიპის კომპლექსებს. მიღებული გამოცდილებით კომპანია აუმჯობესებს ხარისხს, სერვისს და უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტებს ქმნის.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)