09:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 10:13:29, 2031 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენისა და სასტიკის ჩადენას

ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენსა და განსაკუთრებით სასტიკს. ასეთია ჩვენი მტერი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ სხვა კვირაში ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის იგივეს აკეთებდა - ამაზრზენსა და სასტიკს

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენსა და განსაკუთრებით სასტიკს. ასეთია ჩვენი მტერი. მაგრამ ნებისმიერ სხვა კვირაში ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის იგივეს აკეთებდა - ამაზრზენსა და სასტიკს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი წუთით არ დანებდეთ მტრის ამ წნეხს, არ გამოვავლინოთ სისუსტე. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მტრის ნებისმიერ პროვოკაციას",- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics