|
2022-08-19 22:30:46, 2124 ნახვა
ომი უკრაინაში
დასავლური დაზვერვა: ყირიმის აეროდრომზე აფეთქებების შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ავიაციის ნახევარი დაკარგა
უკრაინის თავდასხმამ ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკაში მდებარე საკის აეროდრომზე გააუქმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დასავლური დაზვერვის წარმომადგენელმა განუცხადა, იტყობინება ბრიფინგზე დამსწრე ბრიტანული არხის ITV News-ის ჟურნალისტი ემა ბაროუსი. „შავი ზღვის ფლოტის რეალური ისტორია ასეთია. მათ დაკარგეს ფლაგმანი მოსკვა, დაკარგეს კუნძული ზმეინი, დაკარგეს საზღვაო ავიაციის ნახევარი და მათი შტაბი მოხვდა“, - ციტირებს ჟურნალისტი ოფიციალური პირის სიტყვებს Twitter-ზე. დაზვერვის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუს სამხედროებს ამოეწურათ საბრძოლო მასალა, რაც „საბოლოოდ შეამცირებს რუსეთის უნარს შეტევის განხორციელებისთვის“. ამ ომში უკრაინას დასავლეთის ქვეყნები უჭერენ მხარს. ყურადღება უნდა მიექცეს დაინტერესებული მხარეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საქის აეროდრომზე მომხდარი აფეთქების მეორე დღეს განაცხადა, რომ მან გაანადგურა ცხრა რუსული თვითმფრინავი. ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა აეროდრომის სატელიტური სურათები გამოაქვეყნა, რომლებზეც განადგურების კვალი ჩანს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)