|
2022-08-19 19:41:15, 1801 ნახვა
ომი უკრაინაში
გუტერეში - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია
ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია,- ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ლვოვში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკრაინულია, ის სჭირდება ხალხს, განსაკუთრებით ზამთარში. შესაბამისად ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული. „არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს ხანში გეგმავენ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკების გათიშვას და მათ გამორთვას უკრაინის ენერგოსისტემიდან. ცალსახაა, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკრაინულია. ის სჭირდება ხალხს, განსაკუთრებით ზამთარში. ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული“,- განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)