|
2022-08-19 14:11:54, 1817 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთთან მოლაპარაკებები „რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით
რუსეთთან მოლაპარაკებები „რუსული რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკიმ უკვე გააჟღერა მოლაპარაკებების მთავარი პირობა, რაც უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს. „რუსეთთან მოლაპარაკებები „რუსული რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით. ომის გაგრძელება, ტერორითა და კრიმინალური შანტაჟით მოლაპარაკებების პროცესის წინაპირობა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გააჟღერა: მთავარი პირობა- უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა",- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)