|
2022-08-19 10:26:45, 1688 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი ყოველ დღე ბომბავს ხარკოვს, რათა ამ მიმართულებით უკრაინული ძალები შეაჩეროს
რუსეთი ყოველ დღე ბომბავს ხარკოვს, რათა ამ მიმართულებით უკრაინული ძალები შეაჩეროს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე ხარკოვი დაზარალდა იმის გამო, რომ ის რჩება რუსული არტილერიის უმეტესი სახეობების მოქმედების ფარგლებში. „რუსული ჯარები შედარებით მარგინალურად იკავებენ ხარკოვის მიმართულებას, მაგრამ აგრძელებენ ადგილობრივი რეიდების და უკრაინული ძალების დაბომბვას. ისინი, ალბათ, ცდილობენ აიძულონ უკრაინა, შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი ძალები ამ ფრონტზე, რათა არ გამოიყენონ ისინი კონტრშეტევის ძალად“,- წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით, 18 აგვისტოს, დამპყრობლებმა ხარკოვის სამი რაიონს დაარტყეს. მისი თქმით, მოწინააღმდეგეები საცხოვრებელ კორპუსებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექებს ბომბავენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)