23:37 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 10:23:05, 1627 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

 უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად,  ერთი ადამიანი დაიღუპა და თვრამეტი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინიგუბოვმა განაცხადა.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა დასძინა , რომ ქალაქზე სულ მცირე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. 

"დილით რუსი დამპყრობლები შევიდნენ ხარკოვის რაიონ სლობოდას ჰოსტელში. ამ დროისთვის 18 დაჭრილია, მათგან 2 ბავშვია. 1 ადამიანი დაიღუპა. რუსულ ტერორიზმს საზღვარი არ აქვს!"- წერს სინიგუბოვი.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს  ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხარკოვი. თავდასხმის შედეგად ჰოსტელის შენობა განადგურდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბოლო მონაცემებით,  დაღუპულია 7 ადამიანი .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics