08:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 10:40:03, 1355 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით „საქართველოს ბანკსა“ და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად ახალქალაქში ყველის ქარხანა აშენდა.  საწარმო 1200 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ქარხანაში თვეში საშუალოდ 3000-4000 კგ სულგუნი იწარმოება. პროექტის ჯამური ღირებულება 240 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი დაახლოებით  180 000  ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ რომ ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, ახალქალაქში ყველის წარმოება დაგვეწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით  ავაშენეთ საწყობი, შევიძინეთ რძის გასაციებელი და ჩამოსასხმელი დანადგარები, მაცივრები და საწარმოს ინვენტარი. იმედი გვაქვს სამომავლოდ წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ემზარ გობაძემ.

„ბიზნესის მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ უცვლელი პრიორიტეტია, რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისება კი განსაკუთრებით საჭირო. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს შექმნას საწარმო და იფიქროს სამომავლო განვითარებაზე. მეწარმე უკვე წარმატებით ახორციელებს ყველის რეალიზაციას თბილისის მასშტაბით  სხვადასხვა მაღაზიებში. სამომავლოდ  კი სურს ქარხნული ყველის დამზადება და წარმოების გაფართოება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს რეგიონი“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics