|
2022-08-15 17:49:36, 1852 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - ყველას ვთხოვ, ზამთრისთვის თბილი ტანსაცმელი, საბნები მოიმარაგონ
ყველას ვთხოვ, მოიმარაგონ თბილი სახლის ტანსაცმელი, თბილი საბნები, რადგან არ გამოვრიცხავთ, რომ სახლებში ტემპერატურა ნორმაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს. - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, იყიდეს გენერატორები, საწვავი ამ გენერატორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ისინი გადაეცემა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. "ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე რეალობაში და გვიწევს სხვადასხვა სცენარის გამოთვლა. გაზი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაგვარწმუნეს, რომ გაზი იქნება მოსახლეობისთვის და არ გაძვირდება. ეს არის მოლოდინი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ტერორისტული აქტები, თავდასხმები ბენზინგასამართ სადგურებზე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ამ სცენარს. ჩვენ ვიყიდეთ გენერატორები, საწვავი ამ გენერატორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ისინი გადაეცემა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელსაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სახლებში იყო სითბო, მაგრამ ყველას ვთხოვ, მოიმარაგონ თბილი სახლის ტანსაცმელი, თბილი საბნები, რადგან არ გამოვრიცხავთ, რომ სახლებში ტემპერატურა ნორმაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს. ნორმა არის 21 გრადუსი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 19 ან 18". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)