|
2022-08-15 16:25:02, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაციის ვადები 2022 წლის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაციის ვადები თითქმის ზამთრამდე - 2022 წლის 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.ამის შესახებ "ჰოლოსის" სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თავის ტელეგრამაში განაცხადა. ორივე გადაწყვეტილებას მხარი 328-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტები პარლამენტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა. "პარლამენტმა მხარი დაუჭირა (#7664) საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივებას 2022 წლის 21 ნოემბრამდე. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა (No7665) დადგენილების დამტკიცებას „საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ - ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. უკანასკნელად უკრაინაში საომარი მდგომარეობა 90 დღით -23 აგვისტომდე გაგრძელდა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საომარი მდგომარეობის პერიოდში 18-დან 60 წლამდე უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვეყნის გარეთ მგზავრობა. ასევე იზღუდება მოქალაქეების, უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების გადაადგილების თავისუფლება და დაწესებულია კომენდანტის საათი.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)