|
2022-08-13 17:41:24, 1977 ნახვა
ომი უკრაინაში
კრემლი - თუ აშშ რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს, დიპლომატიური ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგება
კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც. "კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება და ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც კი“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)