|
2022-08-12 18:00:47, 1828 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შსს - ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურს ვერ ვაკონტროლებთ, ნებისმიერი სცენარისთვის ვემზადებით
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ოკუპანტების მიერ ბლოკირებულ ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან. „ამჟამად, აბსოლუტურად პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ არსებობს ადეკვატური კონტროლი ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის მოქმედებებზე. დღეს ის რეალურად არა მხოლოდ მტრის ხელშია, არამედ გაუნათლებელი სპეციალისტების ხელშიც, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ტრაგედიის დაშვება. ის უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც იქ დარჩნენ, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ. მოგეხსენებათ, დღეს სადგურის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა და ეს ყველაფერი საფრთხის უმაღლეს დონეზეა შეფასებული. “ - განაცხადა მონასტირსკიმ. მინისტრის თქმით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური განიხილავს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობის ევაკუაციას. როგორც UNIAN იტყობინება, 11 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური და ატომური ობიექტის მიმდებარე ტერიტორია. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიეცეს წვდომა ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე "ბირთვული უსაფრთხოების ტექნიკური მხარდაჭერის გარანტიისთვის".
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)