|
2022-08-12 11:19:21, 1818 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ მხარს უჭერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის მოთხოვნას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ. დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ. მოსკოვის მოთხოვნით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის საარტილერიო თავდასხმებმა შესაძლოა რადიოაქტიური კატასტროფა გამოიწვიოს. „ატომური სადგურის მახლობლად ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლოა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინის ატომურ ობიექტებთან ან მის მახლობლად და სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ. “ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში. შეერთებულმა შტატებმა და G7-ის მოკავშირეებმა მოსთხოვეს რუსეთს "დაუყოვნებლივ გადაეცა სრული კონტროლი" ZNPP-ზე უკრაინისთვის და ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლები შეეშვა, მაგრამ ამ წერილში დემილიტარიზებული ზონის შექმნა ნახსენები არ იყო. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმაგანაცხადა, რომ რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოება ვდაცული არ არის.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)