|
2022-08-12 10:55:33, 1733 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია, სადაც ვლადიმერ პუტინის სახელით უსაფრთხოების შეხვედრა გამართა. მედვედევის თქმით, მან პუტინის სახელით გამართა შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე."განსაკუთრებული აქცენტი" გაკეთდა "LPR-ს და DPR-ს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან". "მე ვეწვიე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, სადაც შევხვდი LPR-ს ხელმძღვანელებს ლეონიდ პასიჩნიკს და DPR-ს მმართველს დენის პუშილინს,"- წერს მედვედევი. მედვედევის თქმით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვლადიმერ კოლოკოლცევი, სამშენებლო სამინისტროს უფროსი ირეკ ფაიზულინი, FSB-ს დირექტორი [ უშიშროების ფედერალური სამსახური] ალექსანდრე ბორტნიკოვი და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი .
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)