|
2022-08-12 10:48:49, 1488 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რუსეთის ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა
სამხედრო აეროდრომ „საკის“ ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობების დაქვეითება გამოიწვია,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, ახლა რუსული მხარე ოკუპირებულ ყირიმს თავის „უსაფრთხო ზონად“ არ მიიჩნევს. „რუსული ფლოტის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთის არმიას გადახედოს საფრთხის აღქმას. ყირიმი აღარ აღიქმება როგორც უსაფრთხო უკანა ზონა”- აღნიშნულია განცხადებაში. დაზვერვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების თავდაპირველი მიზეზი უცნობია, თვითმხილველების ვიდეოზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ოთხი დაუფარავი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგია. „მინიმუმ ხუთი Su-24 FENCER გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი Su-30 FLANKER H მრავალფუნქციური თვითმფრინავი”,- წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ყირიმში აფეთქებები გაისმა საკის ავიაბაზაზე, სადაც რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები იყვნენ განლაგებული, რომლებიც ახორციელებდნენ რეიდებს. მეორე დღეს უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურა ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომზე ცხრა თვითმფრინავის განადგურება, მაშინ როცა უკრაინულმა მხარემ პასუხისმგებლობა არ აუღია ამ დარტყმებზე, უფრო მეტიც, თავად ოკუპანტები აფეთქებების სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ მიზეზებს ასახელებდნენ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)