|
2022-08-11 12:18:17, 1637 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში
რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში. აგრესორი ქვეყანა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, ექვს თვეზე ნაკლებ დროში რუსებმა ჩაიდინეს საერთაშორისო დანაშაულების მთელი რიგი ჩაიდინეს. „გენოციდმა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულებმა, ომის დანაშაულებმა და აგრესიამ, გამოაჩინა რუსეთის ბარბაროსული სახე“,- განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, „ტერორიზმი“ განმარტებულია, როგორც უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა დანარჩენი საზოგადოების ან საზოგადოების დაშინების მიზნით, ამიტომ რუსეთის ქმედებები 100%-ით შეესაბამება ამ განმარტებას. „მუდმივი სარაკეტო თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხარკოვის, ნიკოლაევის და სხვა ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების ბარბაროსული დაბომბვა. საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა, ეს ყველაფერი უკრაინელების წინააღმდეგ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ტერორია. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, თანამედროვე რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში. ტერორისტული პუტინის რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოს. ამიტომ, საჭოროა ამის აღიარება და მისი დაუყოვნებლივ იზოლაცია“,- დასძინა კულებამ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება. ამასთან, მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან თავისუფალ სამყაროს მოუწევს რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარება საკუთარი დაცვისთვის.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)