|
2022-08-11 10:33:51, 1272 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი მზად არის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყებებლად, თუ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მზად არის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყებებლად თუ მასში სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, ომისა და საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არასწორად მიაჩნია. „ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს. და არასდროს ვემიჯნები იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ ვერასოდეს დავუპირისპირდები.. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი მუშაობის პრინციპი," - განაცხადა არესტოვიჩმა. „თუ ზელენსკი იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე არ ვიყრი, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია“, - დასძინა არესტოვიჩმა და დაადასტურა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის თვითონ მივა არჩევნებზე. ცნობისთვის, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ომი რუსეთის ფედერაციასთან ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს დასრულდება, რადგან არ შეიძლება არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)