|
2022-07-25 17:01:56, 1024 ნახვა
ეკონომიკა
Bogpay.ge - გადახდების ციფრული პლატფორმა „საქართველოს ბანკისგან“
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს.ამ მიზნით ბანკმა მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა. bogpay.ge- ეს არის „საქართველოს ბანკის“ ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ შეძლებს ისეთი ტრანზაქციების განხორციელებას, როგორიცაა: მობილურის ბალანსის შევსება; დაზღვევის, ინტერნეტის, ტელევიზიის, ამანათებისა და კომუნალურების გადახდა და სხვა. ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ერთი თითის დაჭერა და გადახდა შესრულებულია. ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან. პირველად, ონლაინ, თანხის შეტანა „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე, ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი. თანხა კი მომენტალურად აისახება 24/7-ზე. „მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გადახდების ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Bogpay.ge-ზე გადახდები ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის 24/7-ზე და გადახდა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ნებისმიერი ბანკის ბარათით. სხვა გადახდის მეთოდებისგან განსხვავებით, bogpay.ge-ზე საკმარისია მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ტრანზაქცია და ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე, უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად განახორციელებს გადახდას. სამომავლოდ ვგეგმავთ პლატფორმას ისეთი სერვისებიც დავამატოთ, როგორიცაა სესხის დაფარვა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)