|
2022-07-25 11:12:14, 1490 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხერსონს სექტემბერში დაიბრუნებენ
უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხერსონის დასაბრუნებლად ბრძოლაში "გარდამტეხი წერტილი დადგა " და დასავლური იარაღის გამოყენებით, სექტემბრის თვეში რუსეთის ძალების მიერ დატყვევებული პირველი დიდი ქალაქი გათავისუფლდება. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანაშემწემ, სერგი ხლანმა, უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადადის. „შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის რაიონი აუცილებლად განთავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩაიშლება“, - დასძინა მან. დასავლეთის მიერ მიწოდებული შორეული არტილერიის დახმარებით, უკრაინული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ ხერსონის რეგიონში ტერიტორიებს იკავებენ , რაც აძლიერებს ვარაუდებს, რომ ჯარები დაპირებულ კონტრშეტევას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა წარმატებულ კონტრშეტევაზე და განაცხადა, რომ უკრაინული ძალები „ნაბიჯ-ნაბიჯ“ იბრუნებენ ქალაქს. ხერსონი, პირველი დიდი უკრაინული ქალაქია, რომელიც რუსეთის არმიამ 3 მარტს დაიპყრო. ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსმა ჯარებმა შეძლეს ქალაქის აღება ნაწილობრივ იმის გამო, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა ვერ ააფეთქეს ანტონივსკის ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე დნიპროს და ჯარებს ქალაქში შესვლის საშუალება მისცეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)