17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 11:09:15, 1381 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 25 ივლისს, 20:00 საათზე, DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს. ღონისძიებას მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი და დიჯიტალიზაციაში ევროკავშირისა და GIZ-ის ლოკალური ექსპერტი, ქეთი მეფარიშვილი გაუძღვება.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება - დასწრება როგორც Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე ფიზიკურად, მედიალაბში იქნება შესაძლებელი. ღონისძიება განკუთვნილია ციფრული ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აქვს. ინიციატივა DataFest Tbilisi-ის, მედიალაბის, საქართველოს ბანკისა და გრანთ თორნთონის პარტნიორობით ხორციელდება.

„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება შედგა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.  მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ საინტერესო შეხვედრას. ღონისძიებაზე აუდიტორია მარკეტინგში მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობებზე შეიტყობს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. დარწმუნებული ვართ, აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენი იქნება ქეთი მეფარიშვილის მიერ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3RRFelw 

გაითვალისწინეთ, ფიზიკურ სივრცეში დასწრებას მხოლოდ პირველი 50 რეგისტრირებული შეძლებს.

ინფორმაციისთვის, ქეთი მეფარიშვილს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში. მან დაამთავრა სადოქტორო პროგრამა უელსის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics