|
2022-07-20 17:17:18, 1306 ნახვა
მსოფლიო
FBI - რუსეთს შეუძლია აშშ-ს არჩევნებში ჩაერიოს, რათა ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერა გაურთულდეს
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ნაკასონემ განაცხადეს, რომ რუსეთს შეუძლია აშშ-ს შუალედურ არჩევნებში ჩაერიოს. ”დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს შეუძლიათ ერთდროულად სიარული და რეზინის ღეჭვა”, - თქვა რეიმ ნიუ-იორკში კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე, ამერიკული გამოთქმის გამოყენებით ორი საქმის ერთდროულად გაკეთების უნარის შესახებ. მოსკოვი ამას ჯიუტად უარყოფს, მაგრამ აშშ-ს მთელი სადაზვერვო საზოგადოება, ისევე როგორც სპეციალური პროკურორი, რომელმაც ჩაატარა ხანგრძლივი გამოძიება, დადასტურებულ ფაქტად მიაჩნევს, რომ რუსეთი სხვადასხვა გზით ასევე ჩაერია 2016 წლის არჩევნებში, რომელშიც დონალდ ტრამპმა მოიგო. რუსული პროპაგანდა ცხადყოფს, რომ თუ კონგრესში რესპუბლიკური უმრავლესობა გაჩნდება, ეს გაურთულდეს ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მხარდაჭერას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)