|
2022-07-19 11:17:15, 1239 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „აგროჰაბმა“ სასათბურე მეურნეობა მოაწყო
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ საქმიანობას აფართოვებს. კონკრეტულად, თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ შეიძინა და განახორციელა სათბურის რეკონსტრუქცია. პროექტის ჯამური ღირებულება 2,2 მლნ ლარს უტოლდება ხოლო ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 0,9 მლნ. ლარს შეადგენს. 8,000 კვ.მ-ზე გაშენებული სათბური 137 ტონა პომიდვრისა და 110 ტონა კიტრის მოსავალს უზრუნველყოფს, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება. "აგროჰაბის" ძირითადი კონცეფციაა 100% ნატურალური ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტები, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე, დახლზე მოხვედრამდე მრავალ საფეხურიან შემოწმებას გადის. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ნატურალური, ჯანსაღი პროდუქცია შევთავაზოთ“, - აცხადებს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე. „აგროჰაბს“ უკვე კარგად იცნობს მომხმარებელი მისი მაღალხარისხიანი და ნატურალური პროდუქტებით. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. ახალი სასათბურე მეურნეობა ხელს შეუწყობს კომპანიას უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს ადგილობრივი, ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქცია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო საქმიანობაში“,- აცხადებს "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე. ინფორმაციისთვის, „აგროჰაბი“ საქართველოში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია. კომპანია თავად არის სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი - დანერგილი აქვს სერთიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტრო, ნახევარფაბრიკატების და საკონსერვო საამქროები და ღვინის მარანი. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვდასხვა სახის ლაბორატორიაში მოწმდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)