|
2022-07-19 10:52:42, 1445 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ელჩი - მაღალკვალიფიციური ჩრდილო კორეელი მშენებლები დონბასს აღადგენენ
ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე მაცეგორა, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ორ ტერიტორიაზე სამუშაო პერსონალის გაგზავნა იგეგმება. ეს ნაბიჯი გამოწვევას შეუქმნის საერთაშორისო სანქციებს ჩრდილოეთის ბირთვული იარაღის პროგრამის წინააღმდეგ. "ჩრდილოეთ კორეის მუშაკებს შეუძლიათ დაეხმარონ დონეცკსა და ლუგანსკში თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში ომის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, მაღალკვალიფიციური და შრომისმოყვარე კორეელი მშენებლები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა ურთულეს პირობებში, დაგვეხმარებიან ჩვენი სოციალური, ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ობიექტების აღდგენაში“."- განაცხადა ელჩმა. მაცეგორას თქმით, გაერო-ს სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთსა და უკრაინის დონბასის რეგიონის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციურად "ბევრი შესაძლებლობაა." შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა და დაადანაშაულა უკრაინის მთავრობა ფხენიანის მიმართ ვაშინგტონის „მტრული“ პოზიციის გაზიარებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)