|
2022-07-19 10:18:02, 1422 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - შესაძლოა, უსაფრთხოების სამსახურიდან კიდევ 28 პირი გავათავისუფლო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურიდან კიდევ 28 თანამდებობის პირის გათავისუფლება დაანონსა. ზელენსკიმ უკვე გაათავისუფლა ორი მაღალი თანამდებობის პირი ბრალდებების გამო, რომ მათ დაქვემდებაში „რუსეთის თანამშრომლები და მოღალატეები“ იყვნენ. "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) „პერსონალის აუდიტი“ მიმდინარეობს და 28 ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყდა.სხვადასხვა დონეები, ფოკუსირების სხვადასხვა სფეროები. მაგრამ მიზეზები მსგავსია - მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები,“- განაცხადაზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა SBU-ს ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა, ასობით სისხლის სამართლის საქმის გამო, რომლებიც ღალატისა და რუსეთთან თანამშრომლობის გამო არის აღძრული. „ომიდან ექვსი თვის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ადამიანების გამოვლენას თითოეულ ამ უწყებაში“, - თქვა ანდრი სმირნოვმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს ბატონი ზელენსკის კონტროლის გაძლიერებას არმიაზე და უსაფრთხოების სააგენტოებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებიც დაინიშნენ რუსეთის შემოჭრის დაწყებამდე, 24 თებერვალს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)